შაბათი, ნოემბერი 8, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე, მარიხუანის, უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2006 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული ე.ა., 1988 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული ი.შ., 1995 წელს დაბადებული თ.ს., 2006 წელს დაბადებული ნ.კ., წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული ჯ.მ., და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული დ.კ., 2006 წელს დაბადებული ა.ე., 1981 წელს დაბადებული ვ.რ., 1992 წელს დაბადებული მ.ს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“, „მდმა“ და „მორფინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისში შუქი გაითიშება — იხილეთ, ქუჩების ჩამონათვალი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები