საილუსტრაციო ფოტო

თბილისში 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ოფიციალურად დაუკანონდა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს სიმბოლურ ფასად, მხოლოდ ერთ ლარად დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, თბილისის მერმა ოფიციალურად გადასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.

კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2017 წელს დაიწყო და ამ დროისთვის 3,300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა.

„დღეს 35 ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი. მინდა, მივულოცო მათ და პირველ რიგში, ჯანმრთელობა და სიხარული ვუსურვო. ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებოდნენ დღევანდელ დღეს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ და 3 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. პროგრამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ვიდრე ყველა ადამიანი, რომელიც ამავე პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, დაგაკვალიანებენ, თუ რა დოკუმენტებია წარსადგენი, რათა შემდგომში მოხდეს იმ ფართების დაკანონება, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობთ. ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული, რაც ძალიან მიხარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ასევე იმყოფებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებაზე.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *