შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში, "SITFY საქართველო — საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)” 2-6 აპრილს გაიმართება

თბილისში, “SITFY საქართველო — საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)” 2-6 აპრილს გაიმართება

თბილისში, “SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)” 2-6 აპრილს გაიმართება, რომელიც 15 ქვეყნის თეატრალურ დასებსა და წარმოდგენებს უმასპინძლებს. ფესტივალი კონკურსის ხასიათის იქნება და წარმოდგენილი იქნება ორ-კაციანი სპექტაკლები (დუოდრამები), რომელსაც სპეციალური საერთაშორისო ჟიურის შეაფასებს. გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან.

ფესტივალში მონაწილე ქვეყნები არიან: საუდის არაბეთი, რუმინეთი, კატარი, ომანი, თურქეთი, იაპონია, უნგრეთი, საქართველო, ტუნისი, ბაჰრეინი და სხვა. თითოეული ქვეყანა წარმოადგენს 1-სა­ა­თი­ან სპექ­ტაკლს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთხელ შეს­რულ­დე­ბა.

ფესტივალი დაიწყება 2 აპრილს, თუმანიშვილის თეატრში, 19:00 საათზე, ხოლო დაიხურება 6 აპრილს, 18:00 საათზე, სოხუმის თეატრში.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SITFY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia). ღონისძიება იმართება თბილისის მერიის, ეგვიპტე კულთურის სამინისტროსა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პარტნიორობიყ, ასევე ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე.

ფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდება სოხუმის თეატრის, თუმანიშვილის თეატრის და ITI-ის Facebook გვერდებზე.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებლი იმოძრავებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები