თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქი 2025 წელს გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ქალაქში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი მკვეთრად იზრდება, და მისი საერთო მოცულობა 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი, დაახლოებით 700 მილიონი ლარი, დაეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დედაქალაქის განვითარებაში. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ხარჯები 535 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავ იღებს განსაკუთრებულ დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან. 2025 წლის ბიუჯეტში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
2025 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლის მოცულობა 100 მილიონი ლარია. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ეს დაფინანსება დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქალაქის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმართულებით.
2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გარდამავალი ნაშთი, რომელიც დაახლოებით 150 მილიონი ლარი იქნება. ამ თანხით უზრუნველყოფილი იქნება წინა წლის პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსები.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები