ნუცუბიძის „ხიდების“ რეაბილიტაციაზე 487 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება –
როგორი იქნება თბილისის არქიტექტურის ღირსშესანიშნაობა
თბილისის მერია ნუცუბიძეზე სამი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 27 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 487 470 ლარია. სამუშაოების შესრულების ვადა 4 თვე, საგარანტიო ვადა კი 3 წელია.