სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები**რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

**რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა ოფიციალურად გაიხსნა. პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

კახა კალაძის განცხადებით, ეს საბაგირო გზა დედაქალაქისთვის ისტორიული პროექტის დასრულებას წარმოადგენს. „66 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს. ჩვენი პრიორიტეტი იყო შევინარჩუნოთ ქალაქის ღირშესანიშნაობები და მივანიჭოთ მათ ახალი სიცოცხლე,“ – აღნიშნა მერმა.

საბაგირო გზა ერთბაგირიანი, გონდოლური ტიპისაა, რომელიც რთულ საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს. პროექტში შედის:

  • ქვედა და ზედა სადგურები
  • 5 საყრდენი ანძა
  • 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა, რომელიც მგზავრებს 4 წუთში გადაიყვანს.

ამასთან, ახალ საბაგიროს შეუძლია საათში 1200 მგზავრის გადაყვანა.

რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის ინტერიერი სრულად განახლდა. პროექტი თავდაპირველად ითვალისწინებდა საბაგიროს მოწყობას რესპუბლიკის მოედანზე, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ისტორიული შენობა არ დარჩენილიყო უფუნქციო.

საბაგიროს მშენებლობის პროცესი 2021 წელს დაიწყო, მისი საერთო ღირებულება კი 50 მილიონი ლარი იყო. მშენებლობის პროცესზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო სამუშაოები საერთაშორისო კომპანიამ „დოპელმაიერმა“ განახორციელა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობი 1,300 კვადრატული მეტრია, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოეწყო შადრევნები, ახალი განათება, საფეხმავლო ბილიკები და სარწყავი სისტემა.

#drpkhakadze #davidiani

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები