ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებასამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო  ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მოხარული ვარ, რომ ამ დასახლებაში ასეთი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.

სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის  დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

15 January, 2025
ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

იანვარი 15, 2025
ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

15 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

იანვარი 15, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

იანვარი 15, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბლის ბურღულის ფლავი

ხორბლის ბურღულის ფლავი

იანვარი 15, 2025
თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

იანვარი 15, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები