23:34 💵 USD 2.61 💶 EUR 3.05 თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო ·
თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს — ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი — შენი თბილისი

სპეცოპერაცია თბილისში — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული ნ.ს.;
  • წარსულში ნასამართლევი, 1996 წელს დაბადებული ვ.ს.;
  • 1975 წელს დაბადებული ო.ო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი ბრალდებულნი არიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციის მცდელობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული მცენარის — კანაფის უკანონო მოყვანაში.

ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: მეფედრონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი.

დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით არის კვალიფიცირებული, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *