10:19 💵 USD 2.61 💶 EUR 3.06 თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო ·
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სივრცეა, რომელიც 19,000-ზე მეტ ექსპონატს აერთიანებს. აქ შეძლებთ იხილოთ რუსეთის იმპერიის პირველი რენტგენის აპარატი და ძველი სამედიცინო ხელნაწერები.

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი თბილისში — როგორ ინახება საუკუნეების გამოცდილება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში არსებული ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი ერთ-ერთი უნიკალური სივრცეა, რომელიც ქართული და მსოფლიო მედიცინის განვითარების ამსახველ მდიდარ კოლექციებს აერთიანებს. მუზეუმი დაარსდა 1963 წელს, ხოლო ოფიციალურად 1967 წელს გაიხსნა. მისი შექმნის ინიციატორი იყო ქართული მედიცინის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი — მიხეილ შენგელია. მუზეუმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ასევე ვ. ჟღენტი, კ. ერისთავი, პ. ქავთარაძე, გ. მარუაშვილი და სხვები.

ქართული

საწყის ეტაპზე მუზეუმი XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლში — ლურჯ მონასტერშიფუნქციონირებდა. 1989 წლიდან კი მუზეუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შენობაში გადავიდა.

ქართული

დღეს მუზეუმში დაცულია 19 000-ზე მეტი ექსპონატი და საარქივო მასალა, მათ შორის:

  • პირადი ფონდები და საარქივო დოკუმენტები;
  • არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები;
  • ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძისა და სხვა ცნობილ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები;
  • ძველი სამედიცინო აპარატურა — მათ შორის რუსეთის იმპერიაში პირველი რენტგენის აპარატი;
  • სამედიცინო სარუტუალო და მაგიური დანიშნულების ნივთები;
  • ანთროპოლოგიური ნიმუშები და ეთნოლოგიური მასალები 40-ზე მეტი ექსპედიციიდან;
  • ძველი უნიკალური სამედიცინო ხელნაწერები და წიგნები, მათ შორის ინგლისურენოვანი სამედიცინო ლიტერატურა.

ქართული

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი არის მედიცინის ისტორიის მუზეუმთა ევროპული ასოციაციის წევრი და ფლობს საერთაშორისო პარტნიორულ კავშირებს. მუზეუმის ბაზაზე არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის სამედიცინო ინფორმაციის ანალიტიკური ცენტრი და მთარგმნელობითი ბიურო.

ქართული

მუზეუმის ხელმძღვანელად 1963-1995 წლებში მოღვაწეობდა მიხეილ შენგელია, ხოლო 1995 წლიდან დღემდე დირექტორია რამაზ შენგელია.

 

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *