ახალი ხეივანი თბილისაი — შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე მწვანე სივრცე მოეწყობა — შენი თბილისი

ახალი ხეივანი თბილისაი — შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე მწვანე სივრცე მოეწყობა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ახალი ხეივანი მოეწყობა თბილისში, აეროპორტის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე. ამ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მწვანე სივრცე ეძლევა, რომელიც როგორც დასვენების, ისე ვარჯიშისათვის იქნება განკუთვნილი.

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. მერის თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ადგილობრივ  მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, რადგან კარგი თანამშრომლობა შედგა. აქ იყო ავტოფარეხები, რაც პრობლემას წარმოადგენდა ამ სივრცისთვის. ასევე მიმდებარე კორპუსის შემოღობილი ტერიტორიები მთლიანად გასუფთავდა, ავტოფარეხებიც დაიშალა და ეს ტერიტორია მთლიანად პარკისთვის იქნება გამოყენებული. გაზაფხულზე დავასრულებთ სამუშაოებს. ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა და ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მწვანე სივრცე, დასვენებისთვის და ვარჯიშისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პროექტი 1,1 ჰექტარ ფართობზე ხორციელდება და მოიცავს შემდეგი ნაბიჯება:

  • 2 საბავშვო მოედანი
  • სავარჯიშო სივრცე
  • საფეხმავლო ბილიკები
  • განათების სისტემები
  • პარკინგი.

ასევე, პროექტი მოიცავს გამწვანების სამუშაოებს, სადაც ნოყიერი მიწის ნაზავი შევა და ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგება. ეს სამუშაოები არა მხოლოდ გამწვანების, არამედ გარემოს სისუფთავისა და ხარისხის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

პროექტის ღირებულება 2,200,000 ლარს შეადგენს. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ ახალი მწვანე სივრცით.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ  სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.

#drpkhakadze #davidiani

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). ახალი ხეივანი თბილისაი — შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე მწვანე სივრცე მოეწყობა. 13 მარტი, 2026. https://shenitbilisi.ge/ახალი-ხეივანი-თბილისაი/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. ახალი ხეივანი თბილისაი — შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე მწვანე სივრცე მოეწყობა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network