ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიმრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა თბილისის საკრებულოში

მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, მხარდაჭერით დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მრავალშვილიანი დედების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ორგანიზაცია „მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა“  წევრების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები თამარ მეფის სახელობის დარბაზში იყო წარმოდგენილი. გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ყურადღებით დაათვალიერეს გამოფენა, სადაც მშვენიერი აქსესუარები, გამოყენებითი ხელოვნება და დეკორატიული ნივთები იყო წარმოდგენილი.

„ჩვენ მომავალშიც აუცილებლად დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ  მრავალშვილიან დედებს, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობის განვითარებისა და უკეთ წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ორგანიზაცია, რომელიც სამ წელზე მეტია ფუნქციონირებს, 25,000-ზე მეტ მრავალშვილიანი დედას აერთიანებს. ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

#drpkhakadze #davidiani

READ  ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის სასახლეს მოგაგონებთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები