ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიგლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ბორჯომის, ნეკრესის, დაისის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ექვსივე ქუჩაზე სულ 26 600 კვ.მეტრამდე ფართობი მოწესრიგდება.

მუხიანი

ბორჯომის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან აქამდე არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა.

„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ეს არის დასახლება, სადაც არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა – არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. ტერიტორია მთლიანად მოუწესრიგებელი იყო. საავტომობილო გზაზე საუბარიც კი ზედმეტია. იმდენად რთული ვითარება იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ მოძრაობდა. ეტაპობრივად დავიწყეთ ყველა ქუჩის მოწესრიგება, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები შვიდ ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. მაისისთვის გვინდა, რომ პროექტი დავასრულოთ, რომლის შემდეგაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს, აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახუროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუხიანი

საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, რაჭის ქუჩაზე 850 მეტრზე წყალარინების ქსელი ეწყობა, რისთვისაც 564 000 ლარია გათვალისწინებული.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე იმყოფებოდნენ.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
READ  კიბის 10 თანამედროვე დიზაინი თქვენი სახლისთვის
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები