თბილისში სასწრაფო დახმარების 0732-ე ბრიგადამ წარმატებით გადაარჩინა შუა ხნის მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლოზუნგით „უგონო“ შესული გამოძახების შემდეგ, სასწრაფო დახმარების მე-7 ფილიალის ჯგუფმა შემთხვევის ადგილზე მამაკაცი პულსისა და სუნთქვის გარეშე, საწოლზე აღმოაჩინა.
სასწრაფო დახმარების ექიმებმა პაციენტი დაუყოვნებლივ მონიტორზე აიყვანეს, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია — სასიცოცხლოდ საშიში რიტმი. მედპერსონალმა დაიწყო ყველა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული მოქმედება. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის ავტომატური რეანიმაციის მოწყობილობა (CPR pump), რაც მუდმივი ზეწოლების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა პაციენტი დააინტუბირა, ხოლო ბრიგადამ ჩაუტარა დეფიბრილაცია 150 ჯოულის ელექტროშოკით. მიღებული იქნა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა (PEA), რის შემდეგაც გაგრძელდა ასისტოლიის მართვის ალგორითმით.
სამი სრული რეანიმაციული ციკლის შემდეგ პაციენტს აღუდგა პულსი. იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მარჯვენა კორონარული არტერიის ოკლუზია დადასტურდა. ჩატარებული იქნა ინტერვენციული პროცედურა — კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობს.
მონაწილე გუნდი:
- პარამედიკოსი: ირაკლი ხეჩიკაშვილი
- უმცროსი ექიმი: საბა ნიჟარაძე
- მძღოლი: ლავრენტი ნამგალაური
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია