სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიდავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო

დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დაიწყო სატრანსპორტო და ქვეითთა კვანძის მოწესრიგება დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • არსებული ტროტუარების გაფართოება
  • ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იმ მონაკვეთებზე, სადაც ისინი დღემდე არ არსებობდა
  • პანდუსების, ზებრა გადასასვლელების და საგზაო ნიშნების მონტაჟი
  • გზის სავალი ნაწილის დახაზვა თანამედროვე სტანდარტებით

მთავარი მიზანია ქერჩის ქუჩისა და დავით სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი განხორციელდება ისე, რომ არ შეცვლება შუქნიშნების ფაზები და არ შეფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა — გზაჯვარედინი ფუნქციონირებას გააგრძელებს არსებული რეჟიმით.

ინიციატივა მოქალაქეთა არაერთი თხოვნის საფუძველზე დაიგეგმა და ითვლება მნიშვნელოვან ნაბიჯად ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებისა და ურბანული სივრცის განვითარების მიმართულებით.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  სამზარეულოს იატაკის საუკეთესო ვარიანტები - დიზაინერები გვირჩევენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები