მინდა გაგაცნოთ დავით ხომასურიძე, რომელიც ლონდონიდან ჩამოვიდა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ფარცხისში მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო. აქვს ტექნოლოგიურად მოწყობილი შენობები, სადაც წიწილებს ზრდიან სამ ოთხ კვირამდე. ისინი იკვებებიან მაღალი ხარისხის კომბინირებული საკვებით.
ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მათი სოფლის ქათამი გახდებოდა უალტერნატივოდ და უკონკურენტოდ ყველასთვის სასურველი და საყვარელი ნატურალური პროდუქტი.
დავით ხომასურიძე დაკავებულია ბიო/ორგანული მეურნეობის მშენებლობა/განვითარებით. მისი მიზანია ბიო/ორგანული ბოსტნეულის წარმოება.
დავით ხომასურიძე სიკეთის და საჭირო და სასარგებლო იდეების მატარებელი კაცია.მისთვის ეს მხოლოდ ბიზნესი არა არის, ეს პრინციპია- ხარისხი არ უნდა იყოს შემთხვევითი! ვარიები შემთხვევით არ არის გემრიელი, უპირატესია გემო, ჯანსაღიგარემო და ხარისხი! ეს პროექტი იმიტომ გახდა წარმატებული, რომ მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება
საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით. აი ეს არის ნამდვილი სოფლის ქათამი. ეს ის ქათამია, ბებია რომ სიმინდით, ბალახით და სიყვარულით ზრდიდა. აღმოაჩენთ მონატრებულ გემოს. როცა გემო არა მხოლოდ შიმშილს აცხრობს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აღვიძებს. ვარიებს ასუფთავებენ და გაკრიალებული, გატუსულ-გაპიწკინებულ მდგომარეობაში მიაქვთ მომხმარებლამდე.
თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვის და მოზარდის რაციონს. ეს პერიოდი კრიტიკულია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარებისათვის და საკვები ამ პერიოდში არა მხოლოდ ზრდის „საწვავია“, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის საფუძველიც. ეს პროდუქტი სწორედ იმისთვის არის, რომ შვილს შესთავაზოთ ნატურალური და ჯანსაღი საკვები.
ინტერვიუ დავით ხომასურიძესთან:
– გაეცანით ჩვენს მკითხველს
-მე ვარ დავით ხომასურიძე და დაკავებული ვარ ბიო/ორგანული მეურნეობისმშენებლობა/განვითარებით.
-რატომ დაინტერესდით მეფრინველეობით და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
-ჩემი მიზანია ბიო/ორგანული ბოსტნეულისწარმოება. ამისთვის საჭიროა ორგანული სასუქი. ამიტომ დავიწყე კომპოსტის წარმოება. ამ პროცესში მონაწილეობენ ფრინველებიც (ქათმი, მამალი და ა. შ.) მათი მონაწილეობა ამდიდრებს და აჩქარებს პროცესს.




