,,დინამო არენას” განახლებას მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორები გეგმავენ — თბილისს კომპანია HPP Architects ეწვია — შენი თ

,,დინამო არენას” განახლებას მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორები გეგმავენ — თბილისს კომპანია HPP Architects ეწვია

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის „დინამო არენას“ განახლებასთან დაკავშირებით დედაქალაქს მსოფლიოში აღიარებული გერმანული არქიტექტურული კომპანია HPP Architects ეწვია. ვიზიტი არქიტექტორებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის ადგილზე შესასწავლად და მისი რეაბილიტაციის კონცეფციაზე სამუშაოდ განახორციელეს.

საპატიო სტუმრებს შორის იმყოფება კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანტონიო ვუტაჯო, რომელიც თბილისში კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მოწვევით იმყოფება. მათი მიზანია „დინამო არენას“ განვითარებისთვის ახალი ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც სტადიონის იდენტობის შენარჩუნებასა და თანამედროვე ფუნქციური სივრცის შექმნას აერთიანებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანებიც, რომლებთან ერთადაც HPP Architects-ის წარმომადგენლებმა დეტალურად შეისწავლეს სტადიონის ინფრასტრუქტურა და პოტენციური განვითარების მიმართულებები.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

“მოხარული ვარ, რომ “დინამო არენის” რეაბილიტაციით ისეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა როგორიც HPP Architects-ია. მათ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ და აახლებენ სტადიონებს. ჩვენი იდეის თანახმად არენა რეაბილიტაციის შედეგად სრულიად ახალ როლს მოირგებს და სპორტულ აქტივობებთან ერთად, მოქალაქეებს უამრავ სხვა საჭირო სერვისს შესთავაზებს” – განაცხადა რომან ფიფიამ.

ანტონიო ვუტაჯოს თქმით, კომპანია დიდად აღაფრთოვანა არენას პოტენციალი:

“თბილისში ჩამოსვლის შემდეგ “დინამო არენასთან” რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დავინახეთ დიდი პოტენციალი. დღეს კი სტადიონი ახლოდან დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ ბევრი შესაძლებლობა რომ, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და, მეორე მხრივ, განვავითაროთ სივრცე ახალი, ხარისხიანი ობიექტებით, სადაც მაყურებელს შეეძლება დასვენება და საკვების მირთმევა” – აცხადებს ანტონიო ვუტაჯოს სიტყვებია.

HPP Architects ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული ბიუროა ევროპაში, რომელიც მუშაობს სტადიონების დიზაინსა და განახლებაზე. კომპანიას ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორებიცაა ფრაიბურგის ევროპა პარკი და ლევერკუზენის ბაიარენა.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). ,,დინამო არენას” განახლებას მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორები გეგმავენ — თბილისს კომპანია HPP Architects ეწვია. 15 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/დინამო-არენას-განახლებ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. ,,დინამო არენას” განახლებას მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორები გეგმავენ — თბილისს კომპანია HPP Architects ეწვია [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network