თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მამაკაცი, რომელიც დაშავდა ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდაპირველად სროლის ხმამ მათთვის აფეთქების მსგავსი შეშფოთება გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით შეიტყვეს, რომ დაჭრილი მამაკაცი მანქანით გადაიყვანეს.
თვითმხილველები დეტალებს აღნიშნავენ, რომ სროლა დილით, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. თუმცა, მათთვის უცნობია, იყო თუ არა დაჭრილი მამაკაცი დოლიძის ქუჩაზე მცხოვრები.
„ვმუშაობდი, როდესაც გასროლის ხმა გავიგე. მეგონა, რაიმე აფეთქდა. რამდენიმე წამში სამი-ოთხი გასროლის ხმა გავიგე. მერე კი თქვა ვინმემ, რომ ის ბიჭი მანქანით წაიყვანეს,“ – ამბობს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ითვალისწინებს.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები