ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები„ეს დღე ჩვენია“ — ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის...

„ეს დღე ჩვენია“ — ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი — „ეს დღე ჩვენია“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

საღამოს განმავლობაში ანრი ჯოხაძემ შეასრულა ცნობილი ქართული კომპოზიციები, რომლებიც სხვადასხვა თაობის ქართველ შემოქმედებს ეკუთვნით.

კონცერტში მონაწილეობდნენ ცნობილი და საყვარელი შემსრულებლები, მათ შორის:
ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, ნინი ბადურაშვილი, თამარ გვერდწითელი, თემურ თათარაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი და სხვა. ასევე სცენაზე წარდგნენ:

  • ახალგაზრდული კაპელა (ხელმძღვანელი მეკო ქავთარაძე)
  • ორკესტრი (გიორგი ვართანოვის ხელმძღვანელობით)
  • ბენდი (ლაზარე ადამიას ხელმძღვანელობით)
  • გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური)

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რომელმაც კონცერტის დასრულების შემდეგ ანრი ჯოხაძეს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები