თბილისი, 2025 წლის სექტემბერი — ვაკის რაიონის მერიამ გადაწყვიტა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 1600-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის უფასო სასადილოს მომსახურება უზრუნველყოს. მომსახურების ვადა განისაზღვრა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 61 კალენდარული დღით.
სახელმწიფო შესყიდვის ოდენობა: 165,920 ლარი
მომსახურების ფორმა: გამარტივებული შესყიდვა
რატომ ტარდება შესყიდვა გამარტივებული წესით?
ვაკის გამგეობა განმარტავს, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი სამჯერ გასაჩივრდა, რის გამოც მომსახურების დროულად დაწყება ტენდერის გზით ვერ ხერხდება.
ამ ფონზე, რომ ბენეფიციარებს საკვები შეფერხების გარეშე მიეწოდოს, მერია იძულებული გახდა გამარტივებული შესყიდვის ფორმატი გამოიყენოს.