საილუსტრაციო ფოტო

თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვებისა და თანამშრომლების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა ამოქმედდება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო გეგმავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ელექტრონული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს როგორც ბავშვების, ასევე თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვას. აღნიშნული სისტემა მოიცავს თანამშრომლების ელექტრონული რეგისტრაციის შესაძლებლობასაც.

ტენდერი სისტემის სახელმწიფო შესყიდვისა და სამონტაჟო სამუშაოებისათვის უკვე გამოცხადდა. წინადადებები 10-15 აპრილის პერიოდში მიიღება, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიონი ლარია.

ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდულ უნდა იყოს „ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველი/კონტროლერი“, ასევე უნდა განხორციელდეს შესაბამისი „კლიენტ-სერვერული სტრუქტურის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის“ მიწოდება და გამართვა. სერვერული აპლიკაციის მონაცემთა ბაზასთან თავსებადი აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება და გამართვაც აუცილებელია.

პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს კლიენტ-სერვერული სტრუქტურის მქონე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალი საიმედოობით, ასევე გარანტირებული სრულფასოვანი ურთიერთთავსებადობით. სისტემა უზრუნველყოფს “ონლაინ” რეჟიმში მუშაობას და სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ინტეგრაციას.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველი/კონტროლერი იქნება თავსებადი კლიენტ-სერვერული სტრუქტურის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. სისტემაში მოხდება ადმინის სრული წვდომა ყველა ფუნქციაზე, ასევე მომხარებლის უსაფრთხო შესვლა და ორფაქტორიანი ავტორიზაცია.

პროგრამა მოიცავს რეალურ დროში სტატისტიკის დაანგარიშებას, როგორიცაა ბავშვების რაოდენობას, იმ ბავშვების სტატუსს, რომლებიც შედიან/მივიდნენ/დაიგვიანეს ბაღში. ასევე იქნება ვიზუალური მონაცემები დიაგრამებისა და გრაფიკების სახით.

შესყიდვის ობიექტის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა. მიმწოდებელი ვალდებულია, რომ შესაბამისი ობიექტის მიწოდება/მონტაჟი/ინსტალაცია არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა ათ საბავშვო ბაღში.

ამ ეტაპზე უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი ელექტრონული აღრიცხვის სისტემა.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *