თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა, რომლის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას.
როგორც მან აღნიშნა, 2017 წელს, როდესაც დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი დაანონსდა, პირველი, რითაც ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყო, თბილისის ზღვის მიმდებარედ ზოოპარკის გადატანა იყო.
თბილისის მერის განცხადებით, ატრაქციონების პარკს ანალოგი არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ აქვს და იგი ყველაზე მასშტაბური პარკი იქნება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




