თბილისის მერია, ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციისთვის, 10.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს ა

თბილისის მერია, ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციისთვის, 10.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მერია ტენდერს აცხადებს, რომლის ფარგლებში ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე და ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამ პროექტის საერთო ღირებულება 10.2 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერი ორ ლოტად გაიყო, თითოეული მონაკვეთისთვის განსაზღვრული თანხით.

პროექტი მოიცავს გზის რეაბილიტაციას შემდეგ მონაკვეთებზე:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

1. I მონაკვეთი (₾5.2 მლნ): ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე (პკ0+00-პკ4+69.89);
2. II მონაკვეთი (₾4.9 მლნ): ფეხბურთის ფედერაციიდან ვაკის სასაფლაომდე (პკ4+69.89-პკ9+21.37).

ტენდერის განაცხადების მიღების ვადა არის 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე GWP-ს, “თბილისი ენერჯის”, “მაგთის” და სხვა კომპანიების საკომუნიკაციო ქსელები.

“შრომის ნაყოფიერების გაზრდისა და მშენებლობის ხანგრძლივობის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მიღებულია სამუშაოების კომპლექსური მექანიზმებით და სპეციალიზირებული საწარმოო ბრიგადებით შესრულება, შრომის ორგანიზაციის თანამედროვე მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით”, – წერია დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დოკუმენტაციის გადმოწერა და განაცხადების წარდგენა ზემოთხსენებულ ვადებში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის მერია, ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციისთვის, 10.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%95%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ab/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network