საილუსტრაციო ფოტო

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა, ისინი მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამართულ სამუშაო შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი ლაშა მოძღვრიშვილი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების საკითხები (უკანონო მშენებლობების შეჩერება, დემონტაჟი, ფინანსური სანქციები და ყადაღა).

მხარეები შეთანხმდნენ, სახელმწიფო და კერძო მიწებზე უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად და პრევენციისთვის, უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„თბილისის ურბანულად სწორი განვითარებისთვის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კანონიერი ინტერესების დასაცავად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკანონო მშენებლობების აღკვეთას. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ქმედით ღონისძიებებს ატარებს.

დღეს, შეხვედრა გვქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალ ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ აღსრულების ბიუროსა და აღსრულების პოლიციის ჩართულობით, ინტენსიურად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. ასევე, შევთანხმდით ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა უკანონო მშენებლობის შეჩერება, ფინანსური სანქცია და დემონტაჟი, აღსრულების ეფექტურ მექანიზმებზე“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *