ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2024“ გაიმართება 15 ნოემბერს, 20:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
ფორუმის მთავარი თემა იქნება „PR და Gen Z“, სადაც მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები ისაუბრებენ პიარის ახალ გამოწვევებსა და გენერაცია Z-ის გავლენაზე მარკეტინგში, რაც თანამედროვე სტრატეგიული კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ღონისძიება ხელს შეუწყობს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარებას საქართველოში და საშუალებას მისცემს ადგილობრივ სპეციალისტებს, დაესწრონ განხილვებს და მიაღწიონ საერთაშორისო გამოცდილებას.
მოწვეული სპიკერები:
· Brian Smith – Department Chair and Professor University of Mississippi. Theme: “Strategic Communications Across Generations” (USA)
· Nate Bernolet – Chief Executive Officer Theme: “The Power of Gen Z: How Values and Digital Engagement Influence Buyer Decision-Making” (UK)
· Ansgar Zerfass – Chair of Strategic Communication at the Institute of Communication and Media Studies at Leipzig University. Theme: “Strategiccommunication: What research tells us and what practitioners should keep in mind” (GERMANY)
· Adam Stezewski – Head of Social Media Management at MADIVO E-Commerce. Theme: “Social Media Management Across Generations” (POLAND)
ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიების დეტალები:
დრო: 15 ნოემბერი, 20:00 საათი
ფორმატი: Zoom
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები