ამავე კვლევის თანახმად, თუ 2023 წელს გასაქირავებელი კომერციული ფართის ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 22 აშშ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 24.1 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორების შეფასებით, იკლო გასაქირავებელი კომერციული ფართების რაოდენობამ. კერძოდ, 2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 4.7%-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით დაბალია.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2023 წელს დედაქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური იყო – 23 310 კვადრატული მეტრი ფართობი, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 13 648 კვ.მეტრს შეადგენდა.
„ქვეყნის დამატებული ღირებულების ნახევარი იქმნება და კომერციული უძრავი ქონებაც ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული”, – ნათქვამია ანგარიშში.
2024 წლის მონაცემებით, თბილისში 10 მთავარი სავაჭრო ცენტრია, 291 728 კვადრატული მეტრის ფართობის კომერციული ფართით.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია