თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა — შენი თბილისი

თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის საკრებულოში კინორეჟისორისა და ხელოვანის, სერგო ფარაჯანოვის, სახელობის შემოქმედებითი კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი მოტივაციისთვის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვთან დაკავშირებული მრავალი ღონისძიება  გამართულა. დღევანდელი დღეც ამ დიდი რეჟისორისადმი პატივისცემის კიდევ ერთი დასტურია.  სერგო ფარაჯანოვი ასოცირდება ჩვენს ქალაქთან და ის ჩვენი თბილისის ნამდვილი კოლორიტია. შემოქმედებითი კონკურსის მხარდამჭერები, რა თქმა უნდა,  მომავალშიც ვიქნებით. სერგო ფარაჯანოვი ხომ უკვე რახანია ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და ძმობის სიმბოლოდ იქცა“,  –  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე მარგარიტა ხიდირბეგიშვილი და სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი. საღამოს მათ შორის მარიამ არაქელოვამ უძღვებოდა.

კონკურსის მონაწილეებს პრიზები და სიგელები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა გადასცეს.

სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი 2015 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მრავალფეროვნების წარმოჩენასა და ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახელობის სახლ-მუზეუმი, საქართველოს სომხეთის საელჩო და საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია.

ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა. 5 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-საკრებულოში-სერ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network