თბილისის საპატიო მოქალაქეები 2024 — შენი თბილისი

თბილისის საპატიო მოქალაქეები 2024

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 25 მოქალაქეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადაეცა.

2024 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები არიან:

  • ზურაბ კახაბრიშვილი – ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი.
  • მერაბ კილაძე – ექიმი, პროფესორი.
  • გიორგი ჭუმბურიძე – ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი.
  • დიმიტრი ბაზერაშვილი – ექიმი, პროფესორი.
  • გიზო გაბესკირია – რეჟისორი.
  • გვანჯი მანია – გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ინიციატორი.
  • ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი.
  • ნათელა ვასაძე – ფილოლოგი, პროფესორი.
  • გელა ფარჩუკიძე – დირიჟორი.
  • ნელი სალაძე – სპორტსმენი, მწვრთნელი.
  • მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი.
  • გურამ ბათიაშვილი – მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი.
  • კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი.
  • გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი.
  • თამაზ გოდერძიშვილი – მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი.
  • ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, პუბლიცისტი.
  • გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი.
  • ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი.
  • ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი.
  • გურამ კალანდაძე – გეოლოგი.
  • ნელი ბერაია – მსახიობი, მხატვარი.
  • თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი.
  • თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
  • ოლესია თავაძე – მხატვარი.
  • ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.

დაჯილდოების ცერემონიაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და თბილისია საპატიო მოქალაქეებს ახალი სტატუსი მიულოცა. მერმა აღნიშნა, რომ თბილისს გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ, რაც ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„თბილისს გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ.პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

თბილისის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხაზი ასვამს ქალაქის კულტურულ და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი პიროვნებების დამსახურებებს.

 

 

#drpkhakadze #davidiani

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის საპატიო მოქალაქეები 2024. 14 მარტი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-საპატიო-მოქალაქ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის საპატიო მოქალაქეები 2024 [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network