თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა — შენი თბილისი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერითა და თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია იმართება და მიზნად ისახავს დედაქალაქში მოქმედი, არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერასა და წახალისებას.

ფესტივალის ფარგლებში 20-მდე ახალგაზრდული ანსამბლი წარდგა მაყურებლის წინაშე. წლევანდელი ღონისძიება ორ ნაწილად დაიყო — ფესტივალის მონაწილეებმა ჯერ საგალობელი და ხალხური მუსიკის ნომრები შეასრულეს, შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამორჩეულ შემსრულებლებს და გუნდებს სიგელები და სპეციალური ჯილდოები გადასცეს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„ფესტივალს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავს, რაც მას უფრო და უფრო პოპულარულს ხდის. მინდა ყველა მონაწილეს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო,“ — აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ ანსამბლ „შავნაბადას“ ლოტბარი დავით ცინცაძე და ანსამბლ „საგალობელის“ ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე. ღონისძიება ყველა ანსამბლის ერთობლივი შესრულებით — მრავალჟამიერით დასრულდა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network