ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერითა და თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია იმართება და მიზნად ისახავს დედაქალაქში მოქმედი, არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერასა და წახალისებას.

ფესტივალის ფარგლებში 20-მდე ახალგაზრდული ანსამბლი წარდგა მაყურებლის წინაშე. წლევანდელი ღონისძიება ორ ნაწილად დაიყო — ფესტივალის მონაწილეებმა ჯერ საგალობელი და ხალხური მუსიკის ნომრები შეასრულეს, შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამორჩეულ შემსრულებლებს და გუნდებს სიგელები და სპეციალური ჯილდოები გადასცეს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ.

„ფესტივალს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავს, რაც მას უფრო და უფრო პოპულარულს ხდის. მინდა ყველა მონაწილეს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო,“ — აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ ანსამბლ „შავნაბადას“ ლოტბარი დავით ცინცაძე და ანსამბლ „საგალობელის“ ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე. ღონისძიება ყველა ანსამბლის ერთობლივი შესრულებით — მრავალჟამიერით დასრულდა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  დადიანების სასახლე - ზღაპარი საქართველოდან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები