{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თბილისის უბნების სახელწოდებების საინტერესო ისტორიები

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის უბნებს საინტერესო ისტორიები აქვს, უბნების სახელწოდებების მოხედვით.

ჩვენ სტატიაში გაეცანით ისტორიებს თბილისის უბნებზე:

აბანოთუბანი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თბილისი სამკურნალო წყლებით ოდითგანვე განთქმული იყო, ქალაქში საგენგებოთ ააშენეს აბანოები, ეს აბანოები დღემდე შემორჩენილია. ამ უბანს კი – აბანოთუბანი ეწოდება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ავლაბარი

ერთ ერთი თქმულების მიხედვით, ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ და მოჰყავდათ უსაფრთხო ადგილისკენ. გზა აღმართზე ადიოდა, დაჭირილი სარდალი წუხდა, მეომრები კი ამშვიდებდნენ ახლა აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც აღმართის მერე ბაღი დაიწყო. ამ ადგილს კი ავლაბარი ეწოდა.

დიდუბე

წარმოდგენა სათაურიდან ” დიდი უბე” დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. დიდუბე განაპირა თბილისის სახელად 12 საუკუნეში გვხვდება პირველად. როდესაც მემატიანე მეფე თამარისა და სოსლანის ქორწინებისა და შამქორის შემსეგ აქ გამართული ნადიმის  ამბებს აგვიღწერს. სწორედ აქ იდგა ერთ ერთი მეფის სასახლე და კარის ეკლესია.

ვარკეთილი

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

მომდინარეობს სახელწოდებიდან ველიკეთილი. ასე ერქვა ადრე ამ ადგილს.

ისანი

11-ე საუკუნეში. თბილისის ეს ადგილი ქვითკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს,  სიმტკიცის გამო კი მას არაბულად ,, ჰისნი” უწოდეს. ანუ ისანი. რაც ქართულად ციხესიმაგრეს ნიშნავს .

მთაწმინდა

თბილისის უბანს მთაწმინსა შეერქვა დაბით გარეჯელის პატივსაცემად. რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა. გარეჯის უდანოში წასვლამდე.

ნავთლუღი

თურქულად ნავთის ადგილს ნიშნავს. თბილისში ამ ადგილებში მოიპოვებდნენ ნავთს. თუმცა მცირე რაოდენობით.

ნარიყალა

სპარსული წარმოშობის სიტყვაა ” ნარინ ყალა”  ქართულად კი შიდა ციხეს ნიშნავს.

ნაძალადევი

1872 წელს, თბილისსა და ფოთს შორის ,რკინიგზის გახსნის შემდეგ , დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო.რკინიგზის გაღმა მიშები საცხოვრებელ ადგილებს უნებართვოდ იკავებდნენ და სახლდებოდნენ. ამიტომ თბილისის ამ ახალ უბანს ნაძალადევი ეწოდა.

საბურთალო

ეს ადგილი სწორი, ვაკე ადგილია. თამარ მეფის დროს ქართველი მეომრები აქ ხშირად მოდიოდნენ, ბურთაობდნენ. ამ ადგილს ეწოდებოდა საბურთაო. შემდგომშო ცოტათი შეიცვალა სახელწოდება და საბურთალო ეწოდა.

სამგორი

თქმულების მოხედვით ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ერთი ცალხელ მოხუცი, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა. რისთვისაც მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა. იქ თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მოხუცის გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე შვილებმა გააგრძელეს. და ერთ ერთი შემოაევისას როდესაც სვეტზე ცეცხლის დანთებაა ორივე ვაჟი ემსხვერპლა სწორედ ირემს შეაბეა წერილი კისერზე და ქალაქში აფრინეს. სწორედ ასე შეიტყო თბილის ქალაქმა მტრის შემოსევის შესახებ. უკან დაბრუნებულმა კი ძმები უსიცოცხლოდ რომ დაინახა ქვას ახალა თავი და გარდაიცვალა. სამივე გვერდიგვერდ დაასაფლავეს და ასე აღიმართა სამი გორა. ამ ადგილს ეწოდა სამ გორი.

ჩუღურეთი

მომდინარეობს თურქული სიტყვიდან ,,ჩუქორ,, რაც ქართულად ხევს ნიშნავს. ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

 

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის უბნების სახელწოდებების საინტერესო ისტორიები. 7 მარტი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-უბნების-სახელწო/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის უბნების სახელწოდებების საინტერესო ისტორიები [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%9d/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network