ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedთბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 620 მლნ დოლარი დაჯდება

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 620 მლნ დოლარი დაჯდება

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულდა.

ინფორმაციისთვის, თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი. აქედან პირველ ორ ლოტზე, კერძოდ, წიწამური-ავჭალისა (ლოტი 2) და ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა იგეგმება.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, თბილისის შემოვლითი გზის 51 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სავარაუდოდ, 620 მლნ დოლარი დაჯდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროექტის შესახებ მომზადებული გეგმასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  19 ოქტომბერს თბილისში მოძრაობა შეიზღუდება – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები