19-21 თებერვალს, თბილისი უეფას ლიცენზირების რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, აერთიანებს უეფას წევრ 18 ფეხბურთის ფედერაციას.
ვორქშოპის პირველი დღე შედგა, როდესაც უეფას საკლუბო ლიცენზირების ხელმძღვანელმა ალეშ ზავრიმ, მენეჯერმა ანა პოლატოვსკამ და სპეციალისტმა დავიდ პერადალტა ნეგრემ საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან, ლიცენზირების ექსპერტებსა და კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
ვორქშოპი 20 და 21 თებერვალს სასტუმრო “შერატონში” გაგრძელდება. ამ დროს მონაწილეები დაესწრებიან უეფას სიახლეებს და განიხილავენ კლუბების ლიცენზირების პროცედურებს, რომელთაც უეფას საკლუბო ლიცენზია სჭირდებათ.
ვორქშოპში მონაწილეები გაეცნობიან უეფას მიერ შემუშავებულ ახალ სიახლეებს და ცვლილებებს, რაც გააუმჯობესებს ლიცენზირების პროცესებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები