ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა...

თბილისი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

თბილისი  მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონულ შეხვედრას მასპინლობს, რომელშიც ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე და „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ღონისძიების მონაწილეები არიან.

შეხვედრა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საფოსტო სექტორში არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მასში მონაწილეობენ ეროვნული საფოსტო პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი წარმომადგენლები, ასევე საფოსტო მარეგულირებლები, რომლებიც განიხილავენ თანამედროვე გამოწვევებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონულ და გლობალურ საფოსტო პოლიტიკასთან.

აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საფოსტო სფეროზე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ინოვაციები და ელექტრონული სისტემების გამოყენება ამ სფეროში აქტიურად ვითარდება, საფოსტო მომსახურება კვლავაც ცენტრალურ როლს ასრულებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და გლობალურ კომუნიკაციებში. როგორც ეკა ყუბუსიძე აღნიშნავს, ციფრული ეპოქის პირობებში, საფოსტო სფერო, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე რეგიონში, მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს და მისი როლი გაცილებით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ელექტრონული კომერციისა და გზავნილების ზრდის ფონზე.

ღონისძიება UPU-ს 2022-2025 წლების რეგიონული განვითარების გეგმის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს 30-ზე მეტი ქვეყნის საფოსტო სექტორის წარმომადგენელი იღებდა. შეხვედრა წარმოადგენს პლატფორმას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ განიხილონ საფოსტო ქსელის დივერსიფიცირებული გამოყენება და განავითარონ ეროვნული და რეგიონული საფოსტო პოლიტიკის შემუშავების პროცესები.

„დარწმუნებულები ვართ, რომ წარმომადგენლობა ყველა ქვეყნის საფოსტო საჭიროებების დაკმაყოფილებით წარმატებით შეასრულებს თავის მანდატს, რეგიონის მასშტაბით გააძლიერებს მსოფლიო საფოსტო კავშირის საქმიანობას, რაც კავშირის წევრებს შორის თანამშრომლობას ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს“, – აღნიშნა ყუბუსიძემ.

საქართველო UPU-ს წევრი 1993 წლიდან არის და აქტიურად მონაწილეობს ინოვაციურ, მდგრადი საფოსტო სერვისების შექმნაში. ქვეყანა უკვე ორი თანმიმდევრული ვადით არის არჩეული კავშირის საბჭოების წევრად და აქტიურად მუშაობს გლობალური საფოსტო დღის წესრიგის განვითარებაზე.

READ  გლდანის რაიონის გამგეობა გიორგიწმინდას დასახლებაში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს

მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) შეხვედრა თბილისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიუხედავად ციფრულ ტექნოლოგიების ზრდისა და ელექტრონული კომერციის გავლენის, საფოსტო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

#drpkhakadze #davidiani

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი

სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი

მარტი 31, 2025
„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
ევროვიზია და საქართველო – ვინ იყო საუკეთესო? ყველა წარმომადგენლის სია

ევროვიზია და საქართველო – ვინ იყო საუკეთესო? ყველა წარმომადგენლის სია

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები