საილუსტრაციო ფოტო

თბილისში ბინების გაყიდვები მაისში 6%-ით გაიზარდა — რა გახდა მიზეზი

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

2025 წლის მაისში თბილისში 3,437 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა და წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21%-ით, 261 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია – 2024 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით კლების ტემპი შემცირებულია. აქედან გამომდინარე, მაისში ბინების გაყიდვების ძირითადად ახალი ბინებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით გარეუბანში 13.5%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა.

„ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-ით გაიზარდა. (პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.) ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.7%-ით გაიზარდა“, – აღნიშნავენ Colliers Georgia-ში.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

რაც შეეხება ძველ ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით ქალაქის ცენტრში 9.5%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში – 1.4%-ით, ხოლო გარეუბანში 3.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები

წყარო

 

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *