საილუსტრაციო ფოტო

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა – როგორია ფასები უბნების მიხედვით

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა. „გალეთ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო ქირავნობის ფასი 9.6 დოლარი იყო, 2024 წლის იმავე თვეში კი 9.9 დოლარს შეადგენდა.

„2025 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში, 0.7%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.6 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით ჩამორჩება გასული წლის აგვისტოს ფასს“, – ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ უბნების მიხედვით ფასები ყველაზე მაღალი იყო ვაკეში, ყველაზე იაფად კი ბინას სამგორში იქირავებდით.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დედაქალაქში აგვისტოში არსებულ ქირის ფასებს უბნების მიხედვით:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • მთაწმინდა – 13 დოლარი;
  • ვაკე – 14.9 დოლარი;
  • ჩუღურეთი – 9.4 დოლარი;
  • საბურთალო – 10.9 დოლარი;
  • კრწანისი – 10 დოლარი;
  • დიდუბე – 9.2 დოლარი;
  • ისანი – 9.6 დოლარი;
  • ნაძალადევი – 9 დოლარი;
  • დიდი დიღომი – 8.1 დოლარი;
  • სამგორი – 7.9 დოლარი;
  • გლდანი – 8 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი – 8.7 დოლარი.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *