ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტი არ დაუშვეს — ტაქსის მძღოლის შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა

თბილისში გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტი არ დაუშვეს — ტაქსის მძღოლის შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიას ერთი დაგვიანებული ჰყავს. თბილისში, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 3 წუთის დაგვიანებით მივიდა. როგორც მას ცენტრიდან გამოსულმა წარმომადგენელმა განუმარტა, გამოცდა დაწყებული, დაგვიანებულის დაშვება კი შეუძლებელი იყო.

ბიჭის მონაყოლის მიხედვით, ის ტაქსის მძღოლმა შეცდომით, გლდანის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მიიყვანა. როდესაც აღმოაჩინა, რომ არასწორ მისამართზე იმყოფებოდა, მაშინვე მუხიანისკენ წამოვიდა, თუმცა სამი წუთით დააგვიანდა.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრის კარი ზუსტად 09:00 საათზე იკეტება. ერთიან ეროვნულ გამოცდებს მრავალი წელია ვაშუქებთ, თუმცა ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა თუნდაც ერთი წუთის დაგვიანებით მისული აბიტურიენტი გამოცდაზე დაუშვიათ.

წყარო: EDU.ARIS.GE

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები