პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში დასუფთავების კვირეული დაიწყო

თბილისში დასუფთავების კვირეული დაიწყო

დასუფთავების კვირეული დაიწყო თბილისში და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დალაგდა

დასუფთავების კვირეული თბილისში. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამაც მიიღო.

„დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ნარჩენების ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსების შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, კონტეინერებში განვათავსოთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მერიის განმარტებით, დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად დედაქალაქიც უერთდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი აქტივობა იგეგმება.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

READ  გლდანის მესამე მიკრორაიონში ახალი სკვერი გაიხსნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები