იანვარში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, 158,420 ლარის ჯარიმა დაიწერა. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების დოკუმენტში განახლდა.
კანონის ამოქმედებიდან პირველ თვეს, 2024 წლის იანვარში აღნიშნული დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ, უკვე თებერვალში კი 49 200 ლარის ჯარიმა დაიწერა.
რაც შეეხება წლიურ მოცულობას, 2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ბიუჯეტში ჯარიმების სახით, 1 153 574 ლარი შევიდა.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, დღის გარკვეულ მონაკვეთში, M3, N2 და N3 კატეგორიების მანქანებისთვის აკრძალულია დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩით გადაადგილება. შეზღუდვა 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათებს შორის მოქმედებს.
რეგულაცია არ ვრცელდება: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სამაშველო და საავარიო სატრანსპორტო საშუალებებზე, მუნიციპალურ და სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ტურისტული ტრანსპორტისათვის, ასევე შაბათ-კვირის და აგვისტოს თვეში.
რეგულაციის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა 1,000 ლარს შეადგენს, ხოლო განმეორების შემთხვევაში 3,000 ლარს.
შეზღუდვები ვრცელდება შემდეგ ტერიტორიებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, იუსტიციის სახლი, აღმაშენებლის და წერეთლის გამზირები, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები, მარშალ გელოვანის გამზირი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები