თბილისში 200-მდე ახალი ელექტროდამტენი დამონტაჟდება, რაც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და თანამედროვე ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აუქციონების გამარჯვებული კომპანიები ვალდებული არიან რვა თვეში უზრუნველყონ სწრაფი დამუხტვის აპარატების განთავსება.

თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელი ფართოვდება — დამონტაჟდება 200-მდე ახალი ელექტროდამტენი

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა ვითარდება, რადგან დედაქალაქში 200-მდე ახალი ელექტროდამტენი დამონტაჟდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი ათი წლის განმავლობაში მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პროიორიტეტია.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„ეს ყველაფერი კეთდება ელექტრომობილების წახალისების მიზნით. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მხოლოდ ელექტრომობილების ნაწილით არ შემოიფარგლება. რეკრეაციული სივრცეების პროექტებს ვახორციელებთ, შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო რეფორმები არ შეჩერდება და ამ მიმართულებით კიდევ რამდენიმე ინიციატივა განხორციელდება.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელი ფართოვდება — დამონტაჟდება 200-მდე ახალი ელექტროდამტენი [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network