საილუსტრაციო ფოტო

„თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები“ – სურსათის ეროვნული სააგენტო გაცხადებას ავრცელებს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – კონტროლი  განხორციელდა 200-მდე ობიექტში
თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები – ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს.

🔹სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები და თევზის სარეალიზაციო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმეს. დღეისათვის, სახელმწიფო კონტროლი ჩატარებულია 200-მდე ობიექტში.

❌თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; თევზის შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი, ასევე, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

📍მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, სხვა ჩამონათვალთან ერთად, ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე საკვები საღებავისა და სხვა დანამატების დასახელების დატანას. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე არ არის დატანილი ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ბიზნესოპერატორს ეკრძალება ასეთი სურსათის რეალიზება და ევალება სურსათის ბაზრიდან ამოღება-გამოთხოვა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა, აუცილებელია, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა.

🔹ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ობიექტში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა 9 ბიზნესოპერატორთან. სხვა შემთხვევებში ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ მხოლოდ

კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას გამოყენებული საკვებდანამატების შესახებ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავეცელებს.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *