ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი გაიმართება — ვინ მიიღებს მონაწილეობას

თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი გაიმართება — ვინ მიიღებს მონაწილეობას

23 ივნისს სასტუმრო “ბილტმორ თბილისი” მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს ”Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში” უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს.
ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს OT Sportmanagement-ის მიერაა ორგანიზებული, მისი მიზანი საქართველოში, პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა.
ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერებისა და სპორტსმენების მშობლებისათვის.
ფორუმის მთავარი სპიკერი გიორგი ქოჩორაშვილი პანელური დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს.

ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დეტალურად განიხილავენ იმ ოთხი მთავარ მიმართულებას, რომლითაც ფასდება ფეხბურთელი: ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური.

დაგეგმილია ორი დამოუკიდებელი ლექცია: ქალი ფეხბურთელებისა (სტელა მირიჩი – ნუტრიციოლოგი) და მწვრთნელებისთვის (ხავი ნავარო(მიკროციკლი) და ჯეიმს მელოუნი(პერიოდიზაცია)).

გაიმართება პირველი, ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის ,,გზამკვლევი’’ პრეზენტაცია, რომელიც შედგება 15 სხვადასხვა თავისგან და მკითხველს ინფორმაციას აწვდის სპორტსმენის განვითარების ეტაპზე, ფიზ. მომზადებაზე, კვებაზე, ძილის მნიშვნელობაზე, დატვირთვის მართვაზე, ფეხბურთის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების, მათი მშობლების, მწვრთნელებისთვის.

ფორუმის სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორია Setanta Sports. მედია პარტნიორი – პალიტრა მედია. პარტნიორები: TKT.ge, ალდაგი, მთის წყალი.

ფორუმზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია 30 მაისიდან TKT.ge-ზე

ფორუმის საკითხები

ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება

Giorgi Kochorashvili / გიორგი ქოჩორაშვილი – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ლისაბონის სპორტინგის წევრი

Javi Navarro / ხავი ნავარო – ლევანტეს აკადემიის მეთოდოლოგიისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სპიკერი თემაზე: “ფეხბურთელი, თამაში, ფიზიკური მომზადება”

Stella Miric / სტელა მირიჩი- პერფორმანს ნუტრიციოლოგი სპიკერი თემაზე: “კვების როლი მატჩამდე და მატჩის შემდეგ, ფეხბურთელების სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებისთვის; კვების პერიოდიზაცია”

James Malone / ჯეიმს მელოუნი – ლივერპულის და ევერტონის პირველი გუნდის ყოფილი სპორტის მეცნიერი. ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი. სპიკერი თემაზე: “სავარჯიშო და სათამაშო დატვირთვების მართვა; პერიოდიზაცია”

READ  სამგზავრო ბარათების გათამაშების შესახებ ინფორმაცია არასწორია - სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს

Xavi Camps / ჩავი კამპსი – წამყვანი საფეხბურთო სააგენტო Interstar Deporte-ს ვიდეო ანალიტიკოსი და მოთამაშეთა განვითარების ხელმძღვანელი; Levante U.D.-ის პირველი გუნდის ყოფილი სკაუტი; სპიკერი თემებზე: ”გიორგი ქოჩორაშვილის ტაქტიკური განვითარება; ვიდეო ანალიტიკის მნიშვნელობა გუნდისთვის და ინდივიდისთვის”

Saba Epremidze / საბა ეფრემიძე – სპორტული ფსიქოლოგი; სპიკერი თემებზე: მენტალური წვრთნა, ვიზუალიზაცია; თავდაჯერება; შეცდომის დაშვების შიში, ალტერ ეგო (საკუთარი იდენტობის შექმნა მოედანზე)

Ana Vatsadze / ანა ვაწაძე – საფეხბურთო ინგლისურის კურსის მასწავლებელი. სპიკერი თემაზე: **“ინგლისური ენის მნიშვნელობა სპორტსმენებისთვის”

Zurab Oragvelidze / ზურაბ ორაგველიძე – OT Sportmanagement-ის დამფუძნებელი, FIFA-ლიცენზირებული აგენტი. სპიკერი თემაზე: „ფეხბურთი, როგორც სოციალური მოწყობის მოდელი“

წყარო

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.