სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს - შსს

თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში 5 არასრულწლოვანი დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი  ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2009 წელს დაბადებული ქ.ა., 2008 წელს დაბადებული ლ.ზ., 2007 წელს დაბადებული მ.მ., 2008 წელს დაბადებული ლ.ქ. და 2008 წელს დაბადებული ლ.წ.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  მშრალი ხიდი — როგორ იქცა თბილისის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები