საილუსტრაციო ფოტო

თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა – სწავლება სრულიად ახალი სტანდარტით

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

თბილისში ოფიციალურად გაიხსნა მონტესორის პირველი საბავშვო ბაღი, სახელწოდებით „მონტესორი უნივერსი“. ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც ბავშვების განვითარება ხდება თანამედროვე მონტესორის მეთოდოლოგიის საფუძველზე. ბაღის საქმიანობას უზრუნველყოფს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და მონტესორის სერტიფიცირებული პროფესიონალთა გუნდი, რაც ხარისხიან და ინოვაციურ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს.

„მონტესორი უნივერსი“ დაფუძნდა ფრენჩაიზინგის პრინციპით და ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე სკოლამდელი აღზრდის სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის. როგორც ბაღის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მონტესორის მეთოდით ბავშვი სწავლების პროცესში ერთდროულად არის აღმომჩენი, მკვლევარი და მთავარი მოქმედი გმირი, ხოლო პედაგოგის როლია დაკვირვება და ბავშვის განვითარების სწორად წარმართვა.

„მონტესორი უნივერსის“ თანადამფუძნებლის, ნინო კიკნაძის თქმით, ბაღის მთავარი მისიაა ბავშვებში დამოუკიდებლობის, მოტივაციის, კონცენტრაციისა და სოციალური უნარების განვითარება.
„

„ასაკობრივი ჯგუფი ორ-ნახევრიდან ექვს წლამდეა. მეთოდოლოგია მთლიანად მონტესორისაა. გარემო, ავეჯი და მასალები ეკოლოგიურად სუფთაა. შენობა აშენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა ადრეულ განათლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ბაღის კურსდამთავრებული ბავშვები პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, ღირსეული მოქალაქეები გახდებიან“,“ – აღნიშნა კიკნაძემ.

მონტესორის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა სკოლამდელი განათლების სფეროში. მისი მთავარი პრინციპია ბავშვის ინდივიდუალურ ტემპზე მორგება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სწავლა ხდება ბუნებრივად – ინტერესიდან გამომდინარე და არა იძულებით.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *