უახლესი
გერმანია ხსნის კარებს ქართველ ექიმებს: აღიარების გამარტივებული პროცესი· თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები· სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ხაჭაპური თბილისში· 🌤 ამინდი თბილისში: 26°C — სრული პროგნოზი· რას უნდა ეწვიო თბილისში 24 საათში· ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში· „თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინა 40-70 დოლარით გაძვირდება – რეგულაციები მშენებლობის თვითღირებულებას 5%-ით გაზრდის“· 💵 USD 2.63₾ · 💶 EUR 2.99₾ — ვალუტის კურსი· თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვებისა და თანამშრომლების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა ამოქმედდება· თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება· სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს· 130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება· ჩუღურეთი — თბილისის უბანი, სადაც ძველი ქალაქი ჯერ კიდევ ცოცხლობს· თბილისის 10 საუკეთესო დასასვენებელი ლოკაცია ულამაზესი ხედებით· გერმანია ხსნის კარებს ქართველ ექიმებს: აღიარების გამარტივებული პროცესი· თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები· სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ხაჭაპური თბილისში· 🌤 ამინდი თბილისში: 26°C — სრული პროგნოზი· რას უნდა ეწვიო თბილისში 24 საათში· ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში· „თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინა 40-70 დოლარით გაძვირდება – რეგულაციები მშენებლობის თვითღირებულებას 5%-ით გაზრდის“· 💵 USD 2.63₾ · 💶 EUR 2.99₾ — ვალუტის კურსი· თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვებისა და თანამშრომლების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა ამოქმედდება· თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება· სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს· 130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება· ჩუღურეთი — თბილისის უბანი, სადაც ძველი ქალაქი ჯერ კიდევ ცოცხლობს· თბილისის 10 საუკეთესო დასასვენებელი ლოკაცია ულამაზესი ხედებით·
თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 9%-იანი ზრდაა. 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 13%-ით გაიზარდა და 1 202 დოლარს შეადგენს.

„თბილისში, პირველად ბაზარზე ყოველწლიურად 20 000 ბინა იყიდება“ – ილია წულაია

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
ავტორი:SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში, პირველად ბაზარზე წელიწადში 20 000 ბინა იყიდება. როგორც ილია წულაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, მყიდველების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.

„მხოლოდ თბილისში, პირველად ბაზარზე წელიწადში 20 000 ბინა იყიდება. ეს  მაჩვენებლები ღირებულებაში რომ გადავიყვანოთ  1.8 მლრდ  დოლარია. ერთი მაგდენი და ცოტა მეტი, მეორად ბაზარზე რეალიზდება. შესაბამისად,  მოთხოვნა არის. ბაზრის 80%  შემთხვევაში, მყიდველები არიან საქართველოს მოქალაქეები. ერთ სულ მოსახლეზე ფართის გაზრდის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს და  თუ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდება, ამას უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც გაყვება.  

ЕМААR-ის შემოსვლა ამ ყველაფერს ასტიმულირებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ЕМААR-ი ასრულებს ოფისის რემონტს და მე, როგორც დეველოპერი ამაზე დიდ ბრენდ მსოფლიო დეველოპმენტში არ ვიცნობ. შესაბამისად, ამ კომპანიის შემოსვლა  ფოკუსირებას აკეთებს საქართველოს უძრავი ქონებაზე, როგორც საინტერესო მიმართულებაზე.  ეს ინვესტორებისთვის ევროპიდან თუ ახლო აღმოსავლეთიდან, შექმნის ახალ მიმზიდველ წერტილს,“-აღნიშნა ილია წულაიამ.

მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ამ დროისთვის 200-ზე მეტი დეველოპერული კომპანიაა.

„ერთის მხრივ ბევრი ნიშნავს კონკურენციას და საბოლოო ჯამში მომხმარებელი იგებს. თუ ადრე კვადრატულ მეტრებში იზომებოდა მომხმარებლის მოთხოვნა, ახლა ეს შეიცვალა. სახელმწიფოს უკვე აქვს ხარისხის მინიმალური სტანდარტები, რასაც პატარა კომპანიებიც გვერდს ვერ აუვლიან. თუ ადრე მცირე ზომის კომპანიები ცდილობდნენ კონკურენციაში შემოსვლას დაბალი ფასით და ამას ხარისხის ხარჯზე აკეთებდნენ, ახლა ეს ნაწილი მინიმუმამდეა დაყვანილი.  თბოიზოლაციის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ნაწილში არსებობს უკვე სტანდარტები, თუმცა მინიმალურზე არ კმაყოფილდება ჩვენი მომხმარებელი და ეს ძალიან კარგია,“-აღნიშნა ილია წულაიამ.

წყარო: ბიზნესპარტნიორი

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გააზიარე სტატია
ავტორი:SheniTbilisi.ge
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *