თბილისში პირველი მშრალი პორტი გაიხსნა — რა ფუნქცია ექნება სტრატეგიულ სატვირთო ჰაბს — შენი თბილისი

თბილისში პირველი მშრალი პორტი გაიხსნა — რა ფუნქცია ექნება სტრატეგიულ სატვირთო ჰაბს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა პირველი მშრალი პორტი — თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, რომელსახ რეგიონში ანალოგი არ ექნება. პროექტის პირველი ფაზა დღეს, 3 ივნისს, ჩაიშვა, რაც თბილისს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პორტი აშენდება სამ ფაზად, მთლიანად 28.5 ჰექტარზე. ამჟამად დასრულებულია პირველი ფაზა, რომლის ღირებულება 21 მილიონი დოლარია და რომელიც წლიურად 100 000 კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი, პორტის გამტარობა 200 000 კონტეინერსმიაღწევს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორიც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

როგორ იმუშავებს თბილისის მშრალი პორტი?

  • კავშირი შიდა სარკინიგზო და საგზაო ქსელებთან
  • მიმდინარე სერვისები — კონტეინერების დამუშავება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა
  • საერთაშორისო ხაზების და საზღვაო ტერმინალების მომსახურება
  • ხაზის გაფართოება შუა კორიდორის მიმართულებით (ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან)

პროექტი ხორციელდება ერთობლივად:

  • აბუ დაბის პორტების ჯგუფის
  • ნორვეგიული “ვილჰელმსენ პორტ სერვისის”
  • ადგილობრივი კომპანია “ინვეკოს”
    პარტნიორობით.

პროექტის ფარგლებში პორტი მოემსახურება როგორც ქართულ საზღვაო პორტებს, ისე იქნება საერთაშორისო სატვირთო ჰაბი. ადგილმდებარეობა — თბილისთან, აეროპორტთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან სიახლოვე — ლოგისტიკურად მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

„ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის და სატრანზიტო ფუნქციას, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად,“ — განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მშრალი პორტი უკვე ფუნქციონირებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის სრულყოფისთვის.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში პირველი მშრალი პორტი გაიხსნა — რა ფუნქცია ექნება სტრატეგიულ სატვირთო ჰაბს. 29 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-პირველი-მშრალი/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში პირველი მშრალი პორტი გაიხსნა — რა ფუნქცია ექნება სტრატეგიულ სატვირთო ჰაბს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network