თბილისური ცხოვრების რეალობა - ურბანული სტრესი, კონფლიქტები და უსაფრთხოება. რა ღონისძიებები გვჭირდება ქალაქში მშვიდობისთვის.

თბილისში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე ერთ-ერთი პირი დააკავეს — ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს. მას 1998 წელს დაბადებული ბ.ო.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის შედეგად წაიქცა და თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

სამართალდამცველებმა ი.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network