ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის – ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის – ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

დაფა კრწანისის რაიონში, აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილი 1988-2021 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მემორიალური დაფა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

„დღეს ჩვენთვის გამორჩეული, მადლიერების გამოხატვის დღეა. შეუფასებელია ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი და დამსახურება ჩვენი კულტურისა და ქვეყნის წინაშე. შეუძლებელია, ჩვენ სათანადო პატივი მივაგოთ მას, თუმცა ბედნიერებაა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მცირედი მაინც გავაკეთოთ. ჩვენ ვიღებთ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკავშირდება მისი სახელის უკვდავყოფას. ჩემი თითოეული კოლეგა ამ ყველაფერს დიდი სიყვარულითა და პატივით აკეთებს. გარკვეული პერიოდის წინ თბილისში, ერთ-ერთ ისტორიულ ქუჩას მივანიჭეთ ანზორ ერქომაიშვილის სახელი. ასევე, ჩვენს ქალაქში არსებობს ბატონი ანზორის სახელობის სკვერი. მინდა, ქედი მოვიხარო მის წინაშე, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით მის მეუღლეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ანზორ ერქომაიშვილს მისი შემოქმედებისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, პარლამენტისა და საკრებულოს, ასევე, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და სახელოვნები სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანზორ ერქომაიშვილმა 1960 და 1970-იან წლებში დააარსა ფოლკლორული ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“; აღზარდა ქართველი ფოლკორისტებისა და ხალხური სიმღერების შემსრულებელთა არაერთი თაობა; საცავებსა და არქივებში მოიძია და აღადგინა უნიკალური, უძველესი ნაწარმოებები; მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპეკტაკლი; ავტორია წიგნების – „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. გარდა ამისა, ცნობილი ქართველი ლოტბარი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ასევე, ივანე ჯავახიშვილის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, იაკობ გოგებაშვილისა და ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიები

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

.

READ  თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება — იხილეთ, ქუჩების სია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები