თბილისში სპორტულ და საბრძოლო სამბოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა საუკეთესო სამბისტებმა, რომლებიც თავიანთ კატეგორიებში ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ.
პირველად ისტორიაში საქართველოში ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა საბრძოლო და ქალთა სამბოში.
ჩემპიონატში მიღწეული შედეგები ასევე ნიშნავს, რომ გამარჯვებულები მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სადაც საქართველოს გუნდს კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდება.
პირველი ადგილი დაიკავეს:
1. ნინო ფოთელიძე – 50 კგ, ხელვაჩაური
2. ვახტანგ ჩიდრაშვილი – 58 კგ, თელავი
3. ანა ჩხაიძე – 59 კგ, თიანეთი
4. ავთო მუკბანიანი – 64 კგ, ლენტეხი
5. მარიამ მახარაშვილი – 65 კგ, გორი
6. გაგა ბახტიძე – 71 კგ, ზესტაფონი
7. ნინო ოძელაშვილი – 80 კგ, წალკა
8. ომარი ნიაზაშვილი – 79 კგ, თბილისი
9. ელენე ქებაძე – 80+ კგ, ხელვაჩაური
10. უშანგი მარგიანი – 88 კგ, სამტრედია
11. მიშიკო ნოზაძე – 98 კგ, ხაშური
12. გიორგი ჩაგელიშვილი – 98+ კგ, ქარელი
საბრძოლო სამბო:
1. გიგა სოფრომაძე – 58 კგ, ქუთაისი
2. ირაკლი ტალახაძე – 64 კგ, საჩხერე
3. რაულ თუთარაული – 71 კგ, თბილისი
4. ლუკა წიქვაძე – 79 კგ, ქუთაისი
5. გიორგი ეგნატაშვილი – 88 კგ, ქარელი
6. შმაგი დადუნაშვილი – 98 კგ, ვანი
7. ლაშა დელიკაშვილი – 98+ კგ, გურჯაანი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები