თბილისში ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას, სახელობის სკვერი გაიხსნა — შენი თბილისი

თბილისში ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას, სახელობის სკვერი გაიხსნა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში კიდევ ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწის — რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებლის, იოსებ ჟორდანიას სახელობის სკვერი ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტალში გაიხსნა. გახსნის ცერემონია სიმბოლურად გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს.

ინიციატივა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვარს წარედგინა და მხარდაჭერა 300-ზე მეტმა ექიმმა მოაწერა ხელს — მათ შორის იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტისა და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის თანამშრომლებმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ყველამ კარგად ვიცით, რომ იოსებ ჟორდანიას ცხოვრება მთლიანად დაკავშირებული იყო ბავშვებთან და სწორედ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იხსნება მისი სახელობის სკვერი. მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანების ღვაწლი არ დარჩეს დაუფასებელი და მიხარია, რომ იოსებ ჟორდანიას სახელის უკვდავსაყოფად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა თბილისის საკრებულოს მხრიდან“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ღონისძიების ფარგლებში სკვერში სიმბოლურად დაირგო ხეც — პატივისცემის ნიშნად იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს სამედიცინო და რეპროდუქციულ სფეროში.

ვინ იყო იოსებ ჟორდანია?

  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
  • რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში
  • 1958 წელს დააარსა ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
  • 1962 წელს, ბრაზილიიდან დაბრუნებისას, ტრაგიკულად დაიღუპა თვითმფრინავის კატასტროფისას, როცა ბავშვის გადარჩენას ცდილობდა

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას, სახელობის სკვერი გაიხსნა. 28 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-ქართველი-ექიმის/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას, სახელობის სკვერი გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network