ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში წელს 138 სილამაზის სალონში სანიტარული ნორმების დარღვევა გამოვლინდა

თბილისში წელს 138 სილამაზის სალონში სანიტარული ნორმების დარღვევა გამოვლინდა

თბილისში წელს შემოწმებული 327 სილამაზის სალონიდან 138-ში გამოვლინდა სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა, რომლის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში შედის სილამაზის სალონების შემოწმება.

როგორც უწყების მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წელს, იანვრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 134 სილამაზის სალონი ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არცერთ შემთხვევაში არ გამოწერილა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამოწმების შემდეგ ყველა მათგანს შესაბამისი ნორმები უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2024-ში ჯამში შემოწმდა 312 სილამაზის სალონი, მათგან 134-ში გამოვლინდა ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა. აღნიშნული 134-ვე სალონი მოგვიანებით გადამოწმდა და ჯარიმა არც ერთხელ არ გამოწერილა.

წყარო

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  პროგრამის "ისწავლე და დასაქმდის" ახალი ეტაპი იწყება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები